1. ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე ვებ-გვერდის მოხმარების პირობები (შემდგომში – „მოხმარების პირობები“) აწესრიგებს შპს „კაფეტერიოტექის“ (ს/კ 400451211, შემდგომში – „Cafeterio“) ვებ-გვერდით (https://cafeter.io, შემდგომში – „ვებ-გვერდი“) სარგებლობას.
1.2. „მომხმარებელი“ ნიშნავს ვებ-გვერდზე შემოსულ ნებისმიერ პირს.
1.3. ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მოხმარების პირობებს.
1.4. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, შეკვეთისა და მომსახურებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება Cafeterio-ს წესებითა და პირობებით, ხოლო კომპანიებისა და კვების ობიექტების შემთხვევაში – მათთან დადებული ხელშეკრულებებით. მოხმარების პირობებსა და ამ დოკუმენტებს შორის შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება წესებსა და პირობებს ან შესაბამის ხელშეკრულებას.
2. შეზღუდვები და აკრძალვები
2.1. Cafeterio ცდილობს, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული, თუმცა არ იძლევა გარანტიას მის სისრულესა და უცდომელობაზე. ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Cafeterio არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი შეცდომებისა და შეფერხებების გარეშე იმუშავებს.
2.2. ინფორმაციას კვების ობიექტების, მათი მენიუს, კერძების შემადგენლობის, ალერგენებისა და ფასების შესახებ აწვდიან თავად კვების ობიექტები. კერძების ფოტოები საილუსტრაციოა. ვებ-გვერდზე მითითებული საორიენტაციო ფასები (მაგ.: „5–16 ₾“) შეთავაზება არ არის. საბოლოო ფასი ჩანს შეკვეთისას.
2.3. მომხმარებელს ეკრძალება:
- ა) ვებ-გვერდის ან Cafeterio-ს სისტემის არამიზნობრივი ან არაუფლებამოსილი გამოყენება;
- ბ) ავტომატური საშუალებებით (bot, scraper) მონაცემების მოპოვება;
- გ) ვებ-გვერდის მუშაობაში ჩარევა ან მისი უსაფრთხოების დარღვევის მცდელობა;
- დ) ვებ-გვერდის ფორმებში სხვა პირის მონაცემების მისი თანხმობის გარეშე ან ცრუ ინფორმაციის მითითება.
2.4. Cafeterio იტოვებს უფლებას, შეზღუდოს ვებ-გვერდზე წვდომა იმ პირისთვის, რომელიც არღვევს მოხმარების პირობებს.
2.5. ვებ-გვერდზე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და cookie ფაილები მუშავდება Cafeterio-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და Cookie ფაილების პოლიტიკის შესაბამისად, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე. მოხმარების პირობები არ წარმოადგენს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ასეთი თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკე გაიცემა.
3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
3.1. ვებ-გვერდზე განთავსებული ზოგადი ინფორმაცია (სიახლეები, აღწერები, საორიენტაციო ფასები, მაგალითები) საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს რეკომენდაციას ან სავალდებულო შეთავაზებას.
3.2. Cafeterio არ არის კერძების მწარმოებელი, გამყიდველი ან მიმწოდებელი. კერძებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განისაზღვრება წესებითა და პირობებით.
3.3. Cafeterio არ აგებს პასუხს:
- ა) ვებ-გვერდზე კვების ობიექტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე;
- ბ) ვებ-გვერდის შეფერხებებზე, ტექნიკურ ხარვეზებზე და შეუთავსებლობაზე მომხმარებლის ბრაუზერთან ან მოწყობილობასთან;
- გ) ზიანზე, რომელიც მომხმარებელს მიადგა ვებ-გვერდით სარგებლობის ან მისით სარგებლობის შეუძლებლობის შედეგად.
3.4. Cafeterio იღებს გონივრულ ზომებს, რომ ვებ-გვერდი დაცული იყოს კომპიუტერული ვირუსებისა და მავნე კოდისგან, თუმცა სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მომხმარებელს რეკომენდაცია ეძლევა, გამოიყენოს განახლებული ბრაუზერი და ანტივირუსული პროგრამა.
3.5. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება Cafeterio-ს მიერ განზრახ მიყენებულ ზიანზე და იმ შემთხვევებზე, როცა პასუხისმგებლობის შეზღუდვა კანონით დაუშვებელია. მოხმარების პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.
4. საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
4.1. ვებ-გვერდი, მისი დიზაინი, ტექსტები, გრაფიკა, პროგრამული კოდი, Cafeterio-ს სახელწოდება და ლოგო Cafeterio-ს ინტელექტუალური საკუთრებაა.
4.2. კვების ობიექტების სახელწოდებები, ლოგოები და კერძების ფოტოები მათი მფლობელების საკუთრებაა და ვებ-გვერდზე მათი თანხმობით გამოიყენება.
4.3. აკრძალულია ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან კომერციული მიზნით გამოყენება მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აკრძალვა არ ეხება პირადი გამოყენებისთვის შენახვასა და ამობეჭდვას. ციტირება დასაშვებია კანონმდებლობის შესაბამისად, წყაროს მითითებით.
4.4. მომხმარებელი, რომელიც ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში ტოვებს შეფასებას, კომენტარს ან სხვა მასალას, იძლევა გარანტიას, რომ მასალის განთავსების უფლება აქვს, და Cafeterio-ს ანიჭებს მისი უსასყიდლო გამოყენების უფლებას პლატფორმაზე, ვინაობის მითითების გარეშე.
5. შეფერხებები მომსახურების პროცესში
5.1. ვებ-გვერდზე წვდომა შეიძლება დროებით შეუძლებელი იყოს, შეფერხდეს ან შენელდეს, მათ შორის:
- ა) აღჭურვილობის, სერვერების, ქსელების ან კავშირგაბმულობის ხაზების გაუმართაობის გამო;
- ბ) პროგრამული ხარვეზის ან სისტემის გადატვირთულობის გამო;
- გ) ტექნიკური ან განახლების სამუშაოების გამო;
- დ) ელექტროენერგიის ან სხვა კომუნალური მომსახურების შეფერხების გამო;
- ე) სტიქიური მოვლენების, საომარი მოქმედებების, არეულობის ან სხვა გარე ფაქტორების გამო;
- ვ) სახელმწიფო ორგანოს აქტის ან სასამართლო გადაწყვეტილების გამო;
- ზ) სხვა მიზეზით, რომელსაც Cafeterio ვერ აკონტროლებს.
5.2. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა შეიძლება ვერ შეძლოს სასურველი ქმედების განხორციელება. Cafeterio ცდილობს ვებ-გვერდის მუშაობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას, თუმცა შეფერხებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხს არ აგებს.
6. სხვა ვებ-გვერდების ბმულები
6.1. ვებ-გვერდზე სხვა ვებ-გვერდების (მათ შორის, კვების ობიექტების, სოციალური ქსელების, საგადახდო სისტემების) ბმულების განთავსება არ ნიშნავს, რომ Cafeterio ამ ვებ-გვერდებს რეკომენდაციას უწევს ან პასუხს აგებს მათ შინაარსსა და მოქმედებაზე. ასეთ ბმულზე გადასვლა მომხმარებლის ინიციატივითა და რისკით ხდება.
6.2. სხვა ვებ-გვერდებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამიტომ რეკომენდებულია, პერსონალური ინფორმაციის მიწოდებამდე მათ გაეცნოთ.
7. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
7.1. ვებ-გვერდი და მოხმარების პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით.
7.2. ვებ-გვერდით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით.
7.3. Cafeterio-ს მომსახურება განკუთვნილია საქართველოში, ქ. თბილისში მომხმარებლებისთვის. სხვა ქვეყნიდან ვებ-გვერდით სარგებლობისას მომხმარებელი თავად აგებს პასუხს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვაზე.
7.4. თუ მოხმარების პირობების რომელიმე დებულება ბათილი ან აღუსრულებელი აღმოჩნდება, დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება. ბათილი დებულება ჩანაცვლდება ისეთი დებულებით, რომელიც მის მიზანს ყველაზე ახლოსაა.
7.5. Cafeterio უფლებამოსილია შეცვალოს მოხმარების პირობები. მოქმედი ვერსია ყოველთვის განთავსებულია ვებ-გვერდზე, ბოლო განახლების თარიღის მითითებით.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „კაფეტერიოტექი“ (ს/კ 400451211), საქართველო, ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, მიკრო/რაიონი VI, კორპუსი 9, ბინა N60
ელ. ფოსტა: support@cafeter.io · ტელეფონი: +995 599 15 49 24 · ვებ-გვერდი: cafeter.io
